geo
2018-12-14 05:09:10pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 5 დეკემბერი, 2018
    - A +
    დაბა ხულოში სკვერები კეთილმოეწყობა

    ხულოს მუნიციპალიტეტის მერია დაბა ხულოში სკვერების კეთილმოწყობას გეგმავს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შეარჩია საპროექტო დოკუმენტაციის მომწოდებელი კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობა.

    სკვერების მოწყობა იგეგმება ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც განლაგებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები.ა

    პროექტის ფარგლებში ხიმშიაშვილის ქუჩაზე იგეგმება სკვერის მოწყობა 380 კვადრატულ მეტრზე, საბავშვო ატრაქციონების, ტრენაჟორების, განათების, მცირე ზომის წყლის ფანტანის და დასაჯდომი სკამების გათვალისწინებით. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, სკვერის მოწყობა იგეგმება სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 120 კვადრატულ მეტრზე, მცირე ზომის საყრდენი კედლების და საფეხმავლო ბილიკების გათვალისწინებით.

    დაბა ხულოში სკვერები კეთილმოეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტი
    დეკემბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
         
    1
    2
    3
    7
    8
    9
    15
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
          
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი