geo
2018-10-17 12:10:23pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 8 ოქტომბერი, 2018
    - A +
    ანსამბლმა ბერმუხამ ბათუმში გამართულ სოფლის ტურიზმის ფესტივალ განდაგანაში მიიღო მონაწილეობა

    6-7 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ჩატარდა, რომელშიც ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ მონაწილეობდა. ფესტივალი სწორედ ბერმუხელების განდაგანათი გაიხსნა.

    ხულოს მუნიციპალიტეტს ფესტივალზე აგრეთვე წარმოდგენილი ჰქონდა ტრადიციული კერძები და ხალხური რეწვის ნიმუშები, რომელთა გაცნობაც მსურველებს ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ.

    უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალმა წელს სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებების პროგრამა შესთავაზა. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები, ფოლკლორ შოუ და სხვა ღონისძიებები. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით იყო წარმოდგენილი.

    ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ბენდების წარმოდგენებს და ჩართულიყვნენ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდაგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. გაიმართა ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც.

    სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი სოფლის ტურიზმის სტიმულირება და მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

    მონაწილეობა ანსამბლმა ბერმუხამ ბათუმში გამართულ სოფლის ტურიზმის ფესტივალ განდაგანაში ხულოს
    ოქტომბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
    2
    3
    4
    5
    6
    7
    9
    10
    12
    13
    14
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
        
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი