geo
2018-10-18 06:33:57pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • 7 აგვისტო, 2018
    - A +
    5 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა

    5 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა.

    შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიულოცეს. სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა“ აგრეთვე მიულოცა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

    აჭარის მთის უძველეს სახალხო დღესასწაულს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

    წელს ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. კურორტ ბეშუმის დამსვენებლებთან ერთად სახალხო დღესასწაულზე უცხოელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა.

    ღონისძიების კულტურულ ნაწილში ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები. შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლად დაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

    საზეიმო კონცერტის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობასა და სტუმრებს შეხვდნენ და ადგილობრივების მიერ სპეციალურად მოწყობილ „ფაცხებში“ ტრადიციული კერძები დააგემოვნეს.

    დღესასწაულის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და დოღში. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

    ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაამრავალფეროვნა სპეციალურად მოწვეულმა დიჯეის კონცერტმა, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა.

    შუამთობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელსაც ფესვები საუკუნეებში აქვს გადგმული. ზუსტად არავინ იცის, როდის ჩატარდა პირველად „შუამთობა“ აჭარის მთიანეთში. სამაგიეროდ კარგად არის ცნობილი, რომ დღესასწაული არა მარტო მთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის ყველა მცხოვრებისთვის საერთოა და მთიელი ხალხის ყველაზე საუკეთესო მისწრაფება, მიდრეკილებაა მასში ჩაქსოვილი.

    „შუამთობის“ დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს და მთიელთა დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობით ხვდება სტუმრებს.

    გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტი შუამთობა დღესასწაული კურორტ ბეშუმში სახალხო აგვისტოს
    ოქტომბერი 2018
    ორსაოთხუპაშაკვ
    2
    3
    4
    5
    6
    7
    9
    10
    12
    13
    14
    16
    17
    18
    19
    20
    21
    22
    23
    24
    25
    26
    27
    28
    29
    30
    31
        
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი