geo
2018-07-17 04:18:32am
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • გოჩა მელაძე დაიბადა 1980 წლის 5 მაისს ხულოში;

    1997 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლა;

    1997-2004 წლებში დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი საერთაშორისო სამართალმცოდნის სპეციალობით. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (მაგისტრი);

    2004-2007 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე გემწამყვანის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

    2014-2015 წლებში სწავლობდა NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) სასწავლო ცენტრ „დემოკრატიის სკოლაში“ ქ. ბათუმში;

    2003-2006 წლებში მუშაობდა სამართლებრივი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ცენტრის სისხლისსამართლებრივი დაცვის ბიუროში ადვოკატის თანაშემწედ;

    2006-2007 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი);

    2008-2009 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად (იურისტი);

    2009-2011 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს იურისტი;

    2011-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ჯერ უფროს ოფიცრად, შემდეგ ცვლის უფროსად, მოგვიანებით კი ეკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ცვლის უფროსის თანამდებობა;

    2017 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე;

    ფლობს რუსულ ენას;

    ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.