geo
2018-10-17 12:11:43pm
ცხელი ხაზი
  • მთავარი
  • მერია
  • საკრებულო
  • მაჟორიტარი დეპუტატები
  • სასარგებლო ინფორმაცია
  • ხულოს შესახებ
  • სერვისები
  • კონტაქტი
  • - A +
    მერის პირველი მოადგილე - ლაშა ბოლქვაძე

    ლაშა ბოლქვაძე დაიბადა 1985 წლის 29 აგვისტოს ხულოში;

    2002 წელს დაამთავრა დაბა ხულოს საჯარო სკოლა;

    2002-2005 წლებში გაიარა სამხედრო კათედრა;

    2002-2006 წლებში დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით. მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

    2006-2008 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, სპეციალობით - ფინანსები და საბანკო საქმე. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

    2006-2007 წლებში იყო ქ. ბათუმის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის ლექტორ-მასწავლებელი;

    2006-2007 წლებში მუშაობდა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქ. ბათუმის ტერიტორიული ორგანო - საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების წამყვან სპეციალისტად;

    2007-2008 წლებში მუშაობდა ქალაქ ბათუმის მერიაში საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების მთავარ სპეციალისტად;

    2008-2014 წლებში იყო ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი (მთავარი ბუღალტერი);

    2014-2017 წლებში იყო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე;

    2015-2017 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორ-მასწავლებლად;

    2017 წლის ნოემბრიდან დღემდე არის ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

    ფლობს რუსულ ენას;

    ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

    მუნიციპალიტეტი ხულოს მოადგილე პირველი
    ვალუტის კურსი
    ამინდის პროგნოზი